• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი შეხვედრა გამართა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, მანუჩარ რობაქიძემ მოადგილესთან მირზა ქოჩიაშვილთან ერთად სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი შეხვედრა გამართა.

დღის წესრიგის მიხედვით, სხდომაზე სოციალური და ინფრასტრუქტურული მიმართულებით დაგეგმილი და მიმდინარე პროექტები განიხილეს.

საუბარი შეეხო ,, სახლდაზიანების“ პროგრამის ფარგლებში სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის მცირე ფართიანი ინდივიდუალური სახლების მშენებლობას.

მერის მოვალეობის შემსრულებლის, მანუჩარ რობაქიძის ინიციატივით მიმდინარე წელს პროგრამის ბიუჯეტი გაიზარდა, რომლის ფარგლებში 10 ოჯახი იზეიმებს ახალმოსახლეობას.

ხელმძღვანელმა პირებმა საბჭოს წევრებისგან გარკვეული მოსაზრებები მოისმინეს, ასევე დადებითად შეაფასეს სამომავლო თანამშრომლობა და თითოეულ მათგანს მადლობა გადაუხადეს მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის.

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მიზანი ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის განხორციელებაში საზოგადოებრივი ჩართულობის გაზრდა და გამჭვირვალობაა, რომელიც შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მოთხოვნის შესაბამისად. საბჭოს, მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სარეკომენდაციო ხასიათისაა.

სამუშაო შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები ესწრებოდნენ.

#