✅დღეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო თათბირი გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი, ლაშა გოგიაშვილი უძღვებოდა.
🔷შეხვედრას მერის მოადგილეები,მანუჩარ რობაქიძე და მირზა ქოჩიაშვილი, მერიის სამსახურებისა და განყოფილებების უფროსები,ასევე ა(ა)იპ - ების ხელმძღვანელები და მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
🔷მუნიციპალიტეტის მერმა, ლაშა გოგიაშვილმა, წარმომადგენლებისგან დეტალური ინფორმაცია მიიღო სოფლებში არსებულ ვითარებასა და პრობლემურ საკითხებზე, რომლებიც უახლოეს დროში რეაგირებას მოითხოვს. ასევე, დაავალა, რომ კომუნიკაცია მერიის შესაბამის სამსახურებთან გახდეს უფრო ოპერატიული და შედეგზე ორიენტირებული, რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის თითოეული მოქალაქის პრობლემებისა და წინადადებების დროულად განხილვისა და რეაგირებას.
🔷სამუშაო შეხვედრაზე, ხელმძღვანელმა პირებმა სფეროების მიხედვით, დაგეგმილი ღონისძიებებისა და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მოისმინეს ინფორმაცია.
👉როგორც ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, გოდერძი თურქაძემ აღნიშნა;
📚📚#საგანმანათლებლო_ინფრასტრუქტურა
👉#დასრულდა სოფელ ზედა საზანოს საბავშვო ბაღის მშენებლობა;
👉#აქტიურ_ფაზაშია ქალაქ თერჯოლაში მე-3 ბაღის მშენებლობის სამუშაოები;
👉#დაიწყო სოფელ ვარდიგორის საჯარო სკოლის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები;
👉#უახლოეს_პერიოდში დაიწყება სოფელ ახალთერჯოლის სკოლის სპორტდარბაზის რეაბილიტაცია;
🛣️🛣️ #საგზაო_ინფრასტრუქტურა
👉#დღეს_დაიწყო სოფელ თავასა-თუზის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, პროექტის ფარგლებში არმირებული ბეტონის საფარის საავტომობილო გზა მოეწყობა;
👉#დასრულებულია სოფელ გოგნის-ტყიბულის დამაკავშირებელი გზის სამშენებლო სამუშაოები;
⚽⚽#სპორტული_სივრცე
👉#რვა ადმინისტრაციულ ერთეულში სავარჯიშო მოედნები მოეწყობა.
✅მიმდინარე წელს, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით სპორტული სავარჯიშო ტრენაჟორების მოწყობის პროექტი, თერჯოლის მერის #ლაშა_გოგიაშვილის ინიციატივითა და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით დაიგეგმა.
👉#ამ_დროისთვის სამშენებლო პროცესი მიმდინარეობს შემდეგ ლოკაციებზე;
✅#ქალაქი_თერჯოლა
✅#ახალთერჯოლა
✅#ძევრი
✅#ჩხარი
✅#საზანო
✅#თუზი
✅#სიქთარვა
✅#ეწერი
⛳️⛳️მსგავსი პროექტების განხორციელება და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება სპორტში ახალგაზრდების მასობრივ ჩართულობას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.