✅თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, #მანუჩარ რობაქიძემ მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელსაც მერის მოადგილე, მირზა ქოჩიაშვილი, სამსახურებისა და განყოფილების უფროსები, ასევე ა(ა)იპების ხელმძღვანელები და ადმინისტრაციული ერთეულებში მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
👉თათბირზე ყურადღება გამახვილდა, მიმდინარე წელს "სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში, განსახორციელებელ პროექტებზე და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შესაბამისი რეკომენდაციებიც მიეცა.
🔶პროგრამის ფარგლებში, კრებებზე მოსახლეობა შეთანხმდა სოფლის საჭიროებებსა და პრიორიტეტულ საკითხებზე. საერთო კრებები უკვე დასრულდა, მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ოქმს, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური განიხილავს და დასამტკიცებლად საკრებულოს წარუდგენს, რის შემდეგაც დაიწყება, სოფლებში პროექტების განხორციელება.
🔊🔊შეგახსენებთ, რომ ,,სოფლის მხარდაჭერის" პროგრამის ფარგლებში თერჯოლის მუნიციპალიტეტისთვის 690 000 ლარი გამოიყო.
🔶თათბირზე, ხელმძღვანელმა პირებმა ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებულ შენობებზე მიმდინარე აღდგენითი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
🔶დაზიანებული სახურავების დემონტაჟისა და მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ, მოსახლეობას საჭირო მასალები ადგილზე გადაეცათ.მიმდინარე პროცესებში მერიის სამუშაო ჯგუფი აქტიურადაა ჩართული, დაგეგმილია შესაბამისი ღონისძიებები, რომელიც პრობლემების მოგვარებას უზრუნველჰყოფს.
✔️სამუშაო შეხვედრაზე, ინფორმაციების მოსმენისა და შეჯამების შემდეგ, თითოეული სამსახურისა და ა(ა)იპის ხელმძღვანელს, მომავალი კვირის განმავლობაში სფეროების მიხედვით, შესრულებული სამუშაოს ანგარიშის წარდგენა დაევალა.