• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში ბიუჯეტირებისა და პროგრამული ბიუჯეტის გენდერული ანალიზის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

🔻გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში  ბიუჯეტირებისა და პროგრამული ბიუჯეტის გენდერული ანალიზის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. 

🔻შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, მანუჩარ რობაქიძე, მერის მოადგილე, მირზა ქოჩიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ბარათაშვილი, ასევე მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, ა(ა)იპების ხელმძღვანელები, დარგობრივი სამსახურების წარმომადგენლები და გენდერული საბჭოს წევრები  ესწრებოდნენ.

🔻შეხვედრის ფარგლებში, რომელსაც UNDP-ს მიერ მოწვეული ტრენერი, შორენა კახიძე უძღვებოდა,  განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა: მუნიციპალიტეტის პროგრამული ბიუჯეტირების გამოწვევები; გენდერული ასპექტების ინტეგრირება პროგრამულ ბიუჯეტში და გენდერულად მგრძნობიარე პროგრამები; გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები და მათი ინტეგრირება საბიუჯეტო დოკუმენტებში; საბიუჯეტო დოკუმენტების გამჭვირვალობისა და ხელმისაწვდომობის ინსტრუმენტები; გენდერული თანასწორობის საბჭოს აქტივობები, ასევე გამოვლენილი საჭიროებების საფუძველზე მონაწილეებთან ერთად დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები. 

🔻აღნიშნული შეხვედრა ჩატარდა UNDP-ის პროექტის "დეცენტრალიზაციის და ადგილობრივ დონეზე კარგი მმართველობის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც მხარს უჭერს მუნიციპალიტეტებში ბიუჯეტირების პროცესის გაძლიერებას. პროექტი ხორციელდება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით და დანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

#