• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში ბავშვიანი ოჯახების მხარდაჭერისა და გაძლიერების პროგრამა აქტიურად ხორციელდება

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში ბავშვიანი ოჯახების მხარდაჭერისა და გაძლიერების პროგრამა აქტიურად ხორციელდება.

პროგრამის ფარგლებში, რამდენიმე ოჯახში, პირადად მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, დავით გოგბერაშვილი იმყოფებოდნენ, ბენეფიციარებს საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადასცეს და სამომავლოდ გვერდით დგომას დაჰპირდნენ.

ამ მიმართულებით, შემოსულ განცხადებებს ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება განიხილავს. ინდივიდუალური მხარდაჭერის გეგმის ფარგლებში, ბენეფიციარებს საყოფაცხოვრებო ტექნიკა, გაზქურა, მაცივარი და სარეცხი მანქანა გადაეცა.

პროგრამის მიზანია, მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახების გაძლიერება, სამიზნე ჯგუფს დაეხმაროს სხვადასხვა პირველადი საჭიროების მქონე ნივთების შეძენაში.

სამუშაო შეხვედრას ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის უფროსი, ლაშა ლანჩავა, ასევე ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების თანამშრომელი, ნინო ხუჯაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

#