🔶თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიასა და სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
🔶მემორანდუმი იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებისა და ჟვანიას სახელობის ადმინისტრირების სკოლის თანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარებასა და საჯარო მოხელეებისთვის ახალი შესაძლებლობების შეთავაზებას ითვალისწინებს.
🔶დღეს მემორანდუმის ფარგლებში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი, ლაშა გოგიაშვილი, მოადგილესთან, მირზა ქოჩიაშვილთან და თანამშრომლებთან ერთად, მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებიდან ეთნიკური უმცირესობის ორ წარმომადგენელს შეხვდა, რომლებიც შვიდი სამუშაო დღის განმავლობაში პროგრამის პრაქტიკის ტრენერებთან ერთად სპეციალურ კურსს გაივლიან.
🔶პროგრამის მიზანია: ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენელი საჯარო მოხელეებისთვის პროფესიული უნარების, ზოგადი და დარგობრივი ენის კომპეტენციების განვითარება, სამუშაო სივრცეში მათ მიერ სახელმწიფო ენის წარმატებით გამოყენების ხელშეწყობა, ქართულენოვან კოლეგებთან თანამშრომლობის გაძლიერება, რაც უზრუნველყოფს მათ ინტეგრაციას საზოგადოებრივ სივრცეში.