✍️✍️თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიასა და ,,სოციალური კეთილდღეობის ლიგას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, მემორანდუმს ხელი მუნიციპალიტეტის მერმა, ლაშა გოგიაშვილმა მოაწერა.
🔷მემორანდუმის მიზანია; მუნიციპალიტეტში ბავშვისა და ბავშვიანი ოჯახების სოციალური დაცვის სისტემის განვითარება;
🔶 სოციალურ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობითი პლატფორმის შექმნა,
🔷მუნიციპალიტეტში ბავშვისა და ბავშვიანი ოჯახების საჭიროებებზე ორიენტირებული გრძელვადიანი მომსახურებების შექმნის ხელშეწყობა.
🔷„სოციალური კეთილდღეობის ლიგის“ პროექტი აშშ-ის მთავრობის მიერ ამერიკის დემოკრატიის კომისიის პროგრამის ფარგლებში ფინანსდება.
🔶თერჯოლის მერია ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში ბავშვთა მიმართ ძალადობის გამოვლენასა და პრევენციაზე , ასევე ოჯახების გაძლიერების მიმართულებებზე მუშაობას.
👤👥სამუშაო შეხვედრას, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი, ლაშა ლანჩავა, ასევე ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების თანამშრომლები ესწრებოდნენ