• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიამ ბავშვიანი ოჯახების მხარდაჭერისა და გაძლიერების პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარებს საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადასცა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიამ ბავშვიანი ოჯახების მხარდაჭერისა და გაძლიერების
პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარებს საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადასცა.

რამდენიმე ოჯახში, პირადად მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, დავით გოგბერაშვილთან ერთად იმყოფებოდა, ბენეფიციარებს გაესაუბრა და სამომავლოდ გვერდით დგომას დაჰპირდა.

ამ მიმართულებით, შემოსულ განცხადებებს ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება განიხილავს. ინდივიდუალური მხარდაჭერის გეგმის ფარგლებში, ბენეფიციარებს საყოფაცხოვრებო ტექნიკა, გაზქურა, მაცივარი და სარეცხი მანქანა გადაეცა.

პროგრამის მიზანია, მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახების გაძლიერება, სამიზნე ჯგუფს დაეხმაროს სხვადასხვა პირველადი საჭიროების მქონე ნივთების შეძენაში.

სამუშაო შეხვედრას, ძევრის, ჩხარისა და გოგნის მაჟორიტარი დეპუტატი, მანუჩარ ფანჩულიძე, ალისუბნის მაჟორიტარი დეპუტატი, ბადრი ბუცხრიკიძე, ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის უფროსი, ლაშა ლანჩავა, ასევე ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების თანამშრომელი, ნინო ხუჯაძე ესწრებოდნენ.

#