🛣️🛣️თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერია თერჯოლა-ღვანკითის დამაკავშირებელი გზის მეორე ეტაპის სამუშაოებს ახორციელებს.
🔷მიმდინარე პროცესი მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, მანუჩარ რობაქიძემ , მერის მოადგილესთან მირზა ქოჩიაშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, დავით გოგბერაშვილთან, ასევე ღვანკითისა და რუფოთის მაჟორიტარ დეპუტატთან, შალვა ჭანკვეტაძესთან ერთად ადგილზე დაათვალიერა.
🛣️🛣️#ამ_დროისთვის, პროექტით გათვალისწინებული ა/ბეტონის საფარის მეორე ფენის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
🔷პროექტის ფარგლებში უკვე დასრულებულია სანიაღვრე არხები, ეზოებში მისასვლელების, ცხაურებისა და ბოგირების მოწყობა.
🛣️🛣️აღნიშნული გზის მშენებლობა რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.