⛳⛳თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს აქტიურად აგრძელებს.
⚽🥅„სოფლის მხარდაჭერი’’პროგრამის ფარგლებში, სოფელ ახალთერჯოლაში მინი სტადიონის მშენებლობა დასრულდა, სადაც სიმბოლურად სოფლის პირველობისთვის ფინალური მატჩი გაიმართა.
👤👥დასრულებული სპორტული ინფრასტრუქტურა, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა, ლაშა გოგიაშშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ბარათაშვილთან, სიქთარვა-ახალთერჯოლის მაჟორიტარ დეპუტატთან, ჯემალ ისაკაძესთან და საკრებულოს წევრ, ბიძინა ბუცხრიკიძესთან ერთად დაათვალიერა, ასევე ფინალურ შეხვედრას დაესწრო და მონაწილე გუნდებს წარმატებები უსურვა.
👉თერჯოლის მერის, #ლაშა გოგიაშვილის ინიციატივით, სოფელ ახალთერჯოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, ასევე სპორტული ტრენაჟორებიც მოეწყო.
⛳⛳სავარჯიშო მოედნების მოწყობა, მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში მომავალ წელსაც გაგრძელდება.
✅შეხვედრას, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, ასევე ადგილობრივი თვითმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.