თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ,, შესანიშნავი შვიდეულის“ კონცერტს დაესწრო
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძესთან ერთად, ანსამბლ ,, შესანიშნავი შვიდეულის“ კონცერტს დაესწრო.ღონისძიებას,სახელწოდებით ,,მიყვარხარ საქართველო” თერჯოლის კულტურის სახლმა უმასპინძლა. ყველა თაობისთვის საყვარელი რეპერტუარით და მონატრებული ჰიტებით წარსდგნენ თერჯოლელი მსმენელის წინაშე ქართული ესტრადის ვარსკვლავები: ბესო კალანდაძე, ნუგზარ ერგემლიძე, ნუგზარ კვაშალი, ზურაბ კობეშავიძე,კაკო ვაშალომიძე,ზურაბ ცისკარიძე, ვახტანგ ტატიშვილი და მერაბ სანოძე.
თერჯოლაში ,,შესანიშნავი შვიდეულის“ კონცერტი საქართველოს კულტურის სამინისტროს და ,,შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით და მუნიციპალიტეტის მერიის განათლების , კულტურის,სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით მოეწყო.
ღონისძიებას, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეები დაესწრნენ.