თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი საჯარო ბიბლიოთეკის ღონისძიებას დაესწრო
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძესთან ერთად, საჯარო ბიბლიოთეკის ღონისძიებას დაესწრო.
ლიტერტურულ-კულტურული ღონისძიება, სახელწოდებით ,, ორი ხელოვანი ქალი, ორი ბებია ქართულ თეატრსა და კინოში“, ბიბლიოთეკის ორგანიზებით და მოსწავლეთა ჩართულობით მოეწყო. გამოჩენილი ქართველი მსახიობების, სესილია თაყაიშვილის და ნანა მჭედლიძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ საინტერესო ცნობები, პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს ბიბლიოთეკის ახალგაზრდა მკითხველებმა. ღონისძიებას მერის მოადგილეები- ზვიად ბაზაძე, მირზა ქოჩიაშვილი, მერიის ადმინისტრაციის სამსახურის ხელმძღვანელი -შალვა გოგოლაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები -ჯემალ ისაკაძე,სერგი ჯიხვაშვილი , საკრებულოს კულტურის კომისიის თავმჯდომარე-ნინო ოქრუაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.