• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი პროექტის “გაეროს მოდელირება” გახსნაზე იმყოფებოდა

თერჯოლის  მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე,  მერის პირველი მოადგილე ზვიად ბაზაძე და კულტურის სამსახურის უფროსი მაკა ასათიანი   პროექტის  “გაეროს მოდელირება” გახსნაზე იმყოფებოდნენ.


 პროექტი თერჯოლის მერიის მხარდაჭერითა და სსიპ “ ახალგაზრდობის სააგენტოს” ინიციატივითა ხორციელდება და  ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ტარდება.   „გაეროს მოდელირებაში“  საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრები 14–18 წლის  120 ახალგაზრდა  მონაწილეობს და მიზნად ისახავს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და გლობალური გამოწვევების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, აგრეთვე,  ახალგაზრდების აქტიური სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერებას. თერჯოლის მუნიციპალიტეტიდან აღნიშნულ პროექტში 21 მონაწილე ჩაერთო.


პროექტის ფარგლებში,  მონაწილეები იმუშავებენ თემატურ კომიტეტებსა და გენერალურ ასამბლეაში, იმსჯელებენ აქტუალურ გლობალურ საკითხებზე და შეიმუშავებენ რეზოლუციის პროექტებს.

#