👤👥თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი, #ლაშა_გოგიაშვილი მოქალაქეებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს განაგრძობს.
🗣️🗣️თერჯოლის მერმა, ლაშა გოგიაშვილმა მოქალაქეების პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და შესაძლებლობის ფარგლებში, არსებული საკითხების გადაჭრაში, დახმარებას დაჰპირდა. მოქალაქეთა პრობლემები ძირითადად დასაქმებას, ჯანდაცვასა და სოციალურ საკითხებს შეეხებოდა.
👉ინდივიდუალური შეხვედრები მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესწავლას და პრობლემების ეტაპობრივად მოგვარებას უზრუნველყოფს.
📣📣შეგახსენებთ, რომ მოქალაქეთა მიღება, ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს დილის 11:00 საათიდან 16:00 საათამდე გაიმართება.
📍მისამართი: თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერია, რუსთაველის #109