• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ჭოგნარის სკოლის 140 წლის საიუბილეო ღონისძიებას დაესწრო

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე , სოფელ ჭოგნარის ბადრი ბასილაძის სახელობის საჯარო სკოლის 140 წლის საიუბილეო ღონისძიებას დაესწრო.
მანუჩარ რობაქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძესთან ერთად,სასკოლო საზოგადოებას საიუბილეო თარიღი მიულოცა და შემდგომი წარმატებები უსურვა.
,, დღეს განსაკუთრებული დღეა ჩვენი მუნიციპალიტეტის ცხოვრებაში. ვზეიმობთ მუნიციპალიტეტში ერთერთი ყველაზე დიდი ხნის, ჭოგნარის სკოლის დაარსებიდან 140 წლის იუბილეს — ღირსშესანიშნავ თარიღს.
140 წელი მხოლოდ რიცხვი არ არის,ეს არის ისტორია, რომელიც შექმნეს თავდადებულმა მასწავლებლებმა, მიზანდასახულმა მოსწავლეებმა . ამ კედლებში აღიზარდა არაერთი ღირსეული მოქალაქე, პროფესიონალი, რომლებიც დღეს, ჩვენი ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.დარწმუნებული ვარ, ეს სკოლა მომავალშიც ღირსეულად გააგრძელებს თავის საგანმანათლებლო მისიას.“- აღნიშნა მანუჩარ რობაქიძემ
ღონისძიებას, მერის მოადგილეები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები,ასევე მოწვეული სტუმრები დაესწრნენ
#