• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ალისუბანში საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე სოსოს ჩაფიჩაძესთან ერთად სოფელ ალისუბანში საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო.


სოფელში შიდა საავტომობილო გზის 13 000 კვადრატულ მეტრზე არმირებული ბეტონის საფარი ეწყობა. 

ინფრასტრუქტურული პროექტი  რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი საერთო ღირებულება  767 291 ლარს შეადგენს. 


„სასოფლო გზების რეაბილიტაცია მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია. შესაბამისად, პროექტის დათქმულ ვადებში და ხარისხიანად განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია,“- განაცხადა მანუჩარ რობაქიძემ.

#