📌თერჯოლის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა.
🔶დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, დასახლებების საერთო კრებები და კონსულტაციები ძევრის, ჩხარისა და გოგნის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართა.
🔷შეხვედრებს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, მანუჩარ რობაქიძე, მერის მოადგილესთან, მირზა ქოჩიაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი ბარათაშვილთან ერთად დაესწრო.
🔶ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა კრებაზე პრიორიტეტულ საკითხებზე იმსჯელეს და განსახორციელებელ პროექტებზე ერთად შეთანხმდნენ.
🔹ძევრის ადმინისტრაციულ ერთეულში ხმათა უმრავლესობით საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გადაწყდა;
🔹გოგნის ადმინისტრაციულ ერთეულში პრიორიტეტად მინი სტადიონის მოწყობა დასახელდა;
🔹ჩხარის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით არსებული კლუბის შენობის სახურავისა და გარე ფასადის რეაბილიტაცია მოხდება.
🔶„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ მიზნად ისახავდა სოფლის ტიპის დასახლებების ინფრასტრუქტურის განვითარებას და მოსახლეობის ჩართულობის ზრდას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
👤👥სამუშაო შეხვედრებს, ძევრის, ჩხარისა და გოგნის მაჟორიტარი დეპუტატი, მანუჩარ ფანჩულიძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
✔️სოფლის კრებები და კონსულტაციები 2023 წლის 23 იანვარს დაიწყო და დღეს, 27 იანვარს დასრულდა.