🔷თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, მანუჩარ რობაქიძე, მერის მოადგილესთან, მირზა ქოჩიაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, დავით გოგბერაშვილთან ერთად, იმ გმირების ოჯახებს ესტუმრა, რომლებმაც სიცოცხლე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას შესწირეს.
🔶ხელმძღვანელმა პირებმა გმირების დედებსა და ოჯახებს ქალთა დღესასწაულები მიულოცეს, ასევე ყვავილები და სიმბოლურ საჩუქრები გადასცეს.
🗣️🗣️,,ვფიქრობ, თითოეული ჩვენგანის მოქალაქეობრივი ვალია ომში დაღუპულ მებრძოლთა ოჯახებზე ზრუნვა, ყურადღება და თანადგომა“-აღნიშნა მერის მოვალეობის შემსრულებელმა, მანუჩარ რობაქიძემ
🎁🎁მანუჩარ რობაქიძის ინიციატივით, სიმბოლურ საჩუქრები გადაეცა მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ქალბატონებს, მათ შორის ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებს.ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა თითოეულ მათგანს მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისთვის.