თერჯოლის მოსწავლე-ახალგაზრდობის მუნიციპალური ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე ნათია მოსიაშვილი დაინიშნა
თერჯოლის მოსწავლე-ახალგაზრდობის მუნიციპალური ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე ნათია მოსიაშვილი დაინიშნა.
ნათია მოსიაშვილი თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ წარადგინა.
იგი ამ დრომდე მუსიკალურ სფეროში მუშაობდა და ბოლო პერიოდში მოსწავლე-ახალგაზრდობის მუნიციპალური ცენტრის ვოკალური ჯგუფის ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებდა.
ნათია მოსიაშვილი უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან შეუდგა.