თერჯოლის მერმა მეტლახში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ , საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად,ჩხარის ადმინისტრაციულ ერთეულში, მეტლახში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.
ორი სოფლის, ქვედა ალისუბანი-მეტლახის დამაკავშირებელი გზის პროექტის ფარგლებში, არმირებული ბეტონის საფარით რეაბილიტაცია ჩაუტარდა 1,2 კმ გზას. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 395 976 ლარს. პროექტი გარდამავალია და სამუშაოები დასრულდება 2026 წელს.
საგზაო პროექტი, რეგიონული განვითარების ფონდიდან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
მოწესრიგებული გზის საფარით 2000- მდე ადგილობრივი მოსახლე ისარგებლებს.