თერჯოლის მერმა მარტოხელა მშობლებს საახალწლო ამანათები გადასცა
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძესთან ერთად, მარტოხელა მშობლებს საახალწლო ამანათები გადასცა და დამდეგი შობა
-ახალი წელი მიულოცა.
სოციალურ აქციაში, მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, მერიის სოციალური სამსახურის უფროსმა დიანა ფოცხვერაშვილმა, ადმინისტრაციული ერთეულების დეპუტატებმა და მერის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტში საახალწლო ამანათი, მერიის სოციალური სამსახურის ორგანიზებით, 70 -მდე მარტოხელა მშობელმა მიიღო.