• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლის მერმა მანუჩარ რობაქიძემ საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის  მერმა მანუჩარ რობაქიძემ ,საკრებულოს თავმჯდომარესთან სოსო ჩაფიჩაძესთან ერთად  საგზო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

სოფ. ღვანკითში მიმდინარეობს ცენტრალური გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი. პროექტის ფარგლებში არმირებული ბეტონის საფარით რეაბილიტაცია ჩაუატრდება  3,2 კმ გზას. სამუშაოების ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 887 000 ლარს.

   სოფ. ეწერში მიმდინარეობს უკელებების უბანში არსებული გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი,  პროექტის ფარგლებში არმირებული ბეტონის საფარით რეაბილიტაცია ჩაუატრდება  3,5 კმ გზას. სამუშაოების ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 827 100 ლარს.

ორივე ინფრასტრუქტურული პროექტი გარდამავალია და უახლოეს პერიოდში დასრულდება.

ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგს მერის პირველი მოადგილე- ზვიად ბაზაძე ესწრებოდა, ადმინისტრაციულ ერთეულებში სოფლის მაჟორიტარ დეპუტატებთან და მერის წარმომადგენლებთან ერთად.

#