✅დღეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო თათბირი გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი, ლაშა გოგიაშვილი უძღვებოდა.
👤👥შეხვედრას მერის მოადგილეები,მანუჩარ რობაქიძე და მირზა ქოჩიაშვილი, მერიის სამსახურებისა და განყოფილებების უფროსები,ასევე ა(ა)იპ - ების ხელმძღვანელები და მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
🗣️🗣️მუნიციპალიტეტის მერმა, ლაშა გოგიაშვილმა წარმომადგენლებიდან დეტალური ინფორმაცია მიიღო სტიქიის შედეგად სოფლებში არსებულ მდგომარეობაზე და საჭიროებებზე.
🌧️🌧️უხვად მოსულმა ნალექმა გარკვეული პრობლემები შექმნა ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში. დაზიანებულია შიდა საუბნო გზები და სოფლებთან დამაკავშირებელი ხიდი, სანიაღვრე არხები და საყრდენი კედლები. მუნიციპალიტეტის მერის დავალებით ოპერატიულად მოხდა შესაბამისი ტექნიკის მობილიზება და ამ ეტაპზე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
👉სამუშაო შეხვედრაზე, ხელმძღვანელმა პირებმა სფეროების მიხედვით, დაგეგმილი ღონისძიებებისა და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მოისმინეს ინფორმაცია.
🗣️🗣️როგორც ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, გოდერძი თურქაძემ აღნიშნა;
🔷#აქტიურად_მიმდინარეობს ქალაქ თერჯოლაში, პრემიერ-მინისტრის ინიციირებული პროგრამის ,,განახლებული რეგიონები“ ფარგლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები.
🔷#ამ_დროისთვის, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციასთან ერთად, პარალელურად სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონისა და სპორტული სივრცის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
🔷#დღეს დაიწყო სოფელ გოგნში ტაძრამდე მისასვლელი გზის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები.
🔷#აქტიურ_ფაზაშია ქალაქ თერჯოლაში მე-3 ბაღის მშენებლობის სამუშაოები.
🔷#დასკვნით_ეტაპზეა სოფელ ზედა საზანოს საბავშვო ბაღის მშენებლობა.
✅სამუშაო შეხვედრაზე, ინფორმაციების მოსმენისა და შეჯამების შემდეგ, მერმა, თითოეული სამსახურისა და ა(ა)იპის ხელმძღვანელს, მომავალი კვირის განმავლობაში სფეროების მიხედვით, შესრულებული სამუშაოს ანგარიშის წარდგენა დაავალა.