თერჯოლის მერმა ,ალია ბარდაველიძის მემორიალი გვირგვინით შეამკო
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძესთან, მოადგილეებთან და საკრებულოს წევრებთან ერთად, აგვისტოს ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურის, ალია ბარდაველიძის სახელობის მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპული გმირის ხსოვნას პატივი მიაგო.
ალია ბარდაველიძეს დღეს 42 წელი შეუსრულდებოდა.
თერჯოლისა და ტყიბულის ეპარქიის სასულიერო პირმა, მამა ამირან ქარქაშაძემ გმირის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
მემორიალზე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ალია ბარდაველიძის ოჯახის წევრები, მეგობრები და სამხედრო პირები იმყოფებოდნენ, რომლებმაც მისი გმირობის ისტორია გაიხსენეს.
ალია ბარდაველიძე-ლეიტენანტი, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანია, რომელიც 2008 წლის რუსეთ - საქართველოს აგვისტოს ომში გმირულად დაიღუპა.