• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლის მერიაში სამუშაო თათბირი გაიმართა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო თათბირი გაიმართა.თათბირს მუნიციპალიტეტის მერი-მანუჩარ რობაქიძე ხელმძღვანელობდა , მოადგილეებთან -ზვიად ბაზაძესა და მირზა ქოჩიაშვილთან ერთად. აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირები მერიის სამსახურების და განყოფილებების უფროსებს შეხვდნენ, რომელთაგანაც დეტალურად მოისმინეს ინფორმაცია მერიის სხვადასხვა სტრუქტურაში არსებული მდგომარეობის შესახებ . მუნიციპალიტეტის მერმა მათ კონკრეტული დავალებები და მითითებები მისცა. შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერმა გააჟღერა საკითხი,რომელიც ითვალისწინებს შიდა სასოფლო გზების აღდგენითი სამუშაოების შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, მთის ქანით სარგებლობის ნებართვის მოპოვებას.

#