• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლის მერიაში სამუშაო თათბირი გაიმართა

  თერჯოლის  მუნიციპალიტეტის  მერმა, მანუჩარ  რობაქიძემ   ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის  წარმომადგენლებთან,  ა (ა)იპების    და  სამსახურის   ხელმძღვანელებთან   სამუშაო შეხვედრა  გამართა.

   შეხვედრაზე ,მუნიციპალიტეტის მერმა  სოფელ  ზედა სიმონეთის   ახალი წარმომადგენელი- მერაბ  ბაზაძე წარადგინა.

   

   თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა  ადმინისტრაციული  ერეთეულების  წარმომადგენლებისგან  სოფლებში არსებული საჭიროებების   შესახებ მიიღო ინფორმაცია, მანუჩარ რობაქიძემ  წარმომადგენლებს  დაავალა,  თითოეულ  დასახლებებში  იმ  დაზიანებული  საგზაო  მონაკვეთების  მოძიება და  შესწავლა,  სადაც  მუნიციპალიტეტის  მერია ,  ტენდერის  გამოცხადებისა და სატენდერო წინადადებების  განხილვის შემდეგ,  300  მ2  ბეტონის  საფარს  დააგებს  მოსასახლეობის   ჩართულობით.

 აღნიშნული  ინიციატივა ,  რომელიც მიმდინარე წელს საპილოტე რეჟიმში  იწარმოებს, მანუჩარ  რობაქიძემ     ,,სოფლის მხარდაჭერის პროგმის,,  ფარგლებში    მოწყობილ სოფლის კრებებზე  გააჟღერა.

  

   თერჯოლის მუნიციპალიტეტის  მერმა,  მანუჩარ რობაქიძემ ,მოადგილეებთან,ზვიად ბაზაძესთან   და მირზა ქოჩიაშვილთან  ერთად  მოისმინა   მერიის ა(ა)იპებისა     და სამსახურებში   არსებული მდგომარეობის  შესახებ.

    სამუშაო თათბირზე ,ხელმძღვანელმა პირებმა   სამსახურების ,განყოფილების  ,ასევე ა(ა) იპების თანამშრომლებისგან დეტალურ  ინფორმაცია მიიღეს    დაგეგმილ და განსახორციელებელ პროექტებზე .  მერის წარმოადგენლებთან ერთად კი  სოფლებში არსებული გამოწვევების მოგვარების გზებზე იმსჯელეს.

    თათბირზე ყურადღება გამახვილდა  სოციალურ  და ინფრასტრუქტურულ  პროექტებზე  , რომლებიც მოსახლეობის საჭიროებებზე იქნება  გათვლილი.

 

#