• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლის მერიაში სამუშაო თათბირი ჩატარდა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ მოადგილეებთან და მერიის სტრუქტურაში შემავალი სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად თერჯოლაში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოები და ღონისძიებები განიხილა.


ასევე, საუბარი შეეხო მუნიციპალიტეტში მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებს. მერმა არსებული საჭიროებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.


შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო დაგეგმილ სახალხო დღესასწაულს - ,,თერჯოლობა  2025“-ს, რომელიც 18 ოქტომბერს გაიმართება. თერჯოლის მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა მაკა ასათიანმა შეხვედრის მონაწილეებს სახალხო დღესასწაულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო.

#