თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და მოსწავლე-ახალგაზრდებთან ერთად, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პროექტის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებებს დაესწრო.
პროექტ, „მოგზაურობა ინოვაციების და ტექნოლოგიების სამყაროში“, მონაწილეებმა სააგენტოს მიერ დაგეგმილი პროექტების და პროგრამების შესახებ დეტალურ ინფორმაცია მიიღეს, ასევე გაეცნენ სიახლეებს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში.
შეხვედრების ფარგლებში ჩატარდა ვირტუალური რეალობის, 3D ბეჭდვისა და მოდელირების პრაქტიკული სემინარი.
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების შესახებ პროექტის მიზანია სახელმწიფო სერვისების შესახებ ახალგაზრდების ინფორმირებულობის ამაღლება.