• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლაში თვალის უფასო გამოკვლევები მიმდინარეობს

მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის ორგანიზებით, თერჯოლაში თვალის უფასო გამოკვლევები მიმდინარეობს.
სოციალურ აქციაში ყველა ასაკობრივი კატეგორიის პაციენტი ჩაერთო, რაც ითვალისწინებდა შემდეგი სახის კვლევებს:ვიზომეტრია,რეფრექტომეტრია,ტონომეტრია,მხედველობის სიმახვილის დადგენა და სათვალის შერჩევა.
ქუთაისის ადეიშვილის სახელობის თვალის კლინიკის გამოკვლევებით თერჯოლის მუნიციპალიტეტის ათობით მოქალაქემ უკვე ისარგებლა.
სოციალური აქცია დღის ბოლომდე გაგრძელდება.

#