წიგნის პროპაგანდის და ბავშვებში წიგნიერების განვითარების მიზნით, თერჯოლის საჯარო ბიბლიოთეკაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს.
ღონისძიებაში, მკითხველთან და მოსწავლეებთან ერთად, საჯარო და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები ჩაერთნენ და საყვარელი ავტორის ნაწარმოებიდან მნიშვნელოვანი ციტატები წაიკითხეს.
საჯარო ბიბლიოთეკაში გამართულ საგანმანათლებლო ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირებიც შეუერთდნენ. მუნიციპალიტეტის მერმა,საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად ღონისძიების მონაწილეებს წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მიულოცა, სიმბოლურად წიგნები გადასცა საჩუქრად და სამახსოვრო სიგელები დაურიგა.
ღონისძიება, მერიის განათლების,კულტურის,სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის და ა(ა)იპ თერჯოლის სახელოვნებო განათლების კულტურისა და ტურიზმის განვითარების მუნიციპალური ცენტრის მხარდაჭერით მოეწყო.
მსოფლიოში წიგნის საჯაროდ კითხვის კვირეული, სლოგანით -,, იკითხე ხმამაღლა შეცვალე მსოფლიო!“ 2 თებერვალს დაიწყო,აღსანიშნავია რომ საქართველოში, ამ დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები, უკვე მე-10 წელია ეწყობა.