• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლაში წიგნის ჩუქების დღე აღინიშნა

23 აპრილს მსოფლიო წიგნის ჩუქების დღეს აღნიშნავს.
ამ დღესთან დაკავშირებით , თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ქალაქის საჯარო და საბავშვო ბიბლიოთეკებს წიგნები უსაჩუქრა. მანუჩარ რობაქიძე ბიბლიოთეკებში საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ბარათაშვილთან და მოადგილეებთან ჯემალ ისაკაძესა და ნინო ჩხიკვაძესთან ერთად იმყოფებოდა. თერჯოლის მერმა წიგნის ჩუქების მსოფლიო დღე ბიბლიოთეკის თანამშრომლებს და მკითხველს მიულოცა და წიგნის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
შეხვედრას მერიის განათლების , კულტურის,სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
23 აპრილი წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღედ 1923 წელს გამოცხადა. 23 აპრილი ცნობილი მწერლების უილიამ შექსპირისა და მიგელ დე სერვანტესის გარდაცვალების თარიღებია. საქართველოში კი წიგნის ჩუქების ტრადიცია 2019 წლიდან დამკვიდრდა და მას შემდეგ ყოველწლიურად აღინიშნება.
#