თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე,
დღეს სოფელ
ქვედა სიმონეთის საჭიდაო დარბაზში იმყოფებოდა. მუნიციპალიტეტის მერმა , საკრებულოს
თავმჯდომარე-გიორგი ბარათაშვილთან ერთად წარმატებული მოჭიდავეები დააჯილდოვა.
ლუკა ბუიღლიშვილი მიმდინარე წელს საბერძნეთში გამართულ
ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ასპარეზობდა , სადაც ვერცხლის მედალი
მოიპოვა, ხოლო გორში საქართველოს პირველობაზე პირველი
ადგილი დაიმსახურა.იური ჩაფიძემ კი ბათუმში გამართულ საქართველოს პირველობაზე ბერძნულ-რომაულ
ჭიდაობაში პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო გიგა ჩაფიძე ამავე ტურნირზე მესამე ადგილს დასჯერდა. ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა
გამარჯვებულ სპორტსმენებს მიულოცეს და დიპლომები
და ფულადი პრიზები გადასცეს.
აღსანიშნავია,რომ თერჯოლის მუნიციპალიტეტში , ქვედა
სიმონეთის საჭიდაო დარბაზი უკვე მეორე წელია ფუნქციონირებს ადგილობრივი თვითმართელობის მხარდაჭერით,
რაც საშუალებას იძლევა სპორტის აღნიშნულ სახეობას,უფასოდ
ათეულობით ადგილობრივი მოსწავლე დაეუფლოს,
მწვრთნელ გოგა ჩაფიძის ხელმძღვანელობით. საჭიდაო დარბაზში, ყოველდღიურად 30- ზე მეტი ბავშვი სწავლობს ბერძნულ-რომაულ
ჭიდაობის ხელოვნებას .