🎵🎵თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის, ლაშა გოგიაშვილის ინიციატივით ვაჟა კუბლაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლაში სტუდია ,,ქართულ ხმა" გაიხსნა.
🎵🎵სტუდიაში 6-დან 16 წლამდე ასაკის მოსწავლეების მიღება 3 ოქტომბრიდან დაიწყება, სადაც ანაზღაურების გარეშე იქნება შესაძლებელი მუსიკალური განათლების მიღება (ქართული ფოლკლორული ნიმუშები,
ტრადიციული გალობა და სხვა კომპოზიციები).
🎵🎵პედაგოგი- ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტის მაგისტრი, ბესო გოგოლაშვილი.
🎵🎵პროექტის მიზანია ახალგაზრდებში დაწყებითი მუსიკალური განათლების მიღება, ამასთან ერთად , განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეების გამოვლენა და წახალისება.
🎵🎵თერჯოლის მერია ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას.