სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში თერჯოლის მუნიციპალიტეტში 10 კერძო და 5 საერთო საცხოვრებელი სახლის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
დღეს, საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაციის პროცესი ქალაქ თერჯოლასა და სოფელ თუზში მუნიციპალიტეტის მერმა- მანუჩარ რობაქიძემ პირადად მოინახულა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან - ნინო ჩხიკვაძესთან ერთად .
15 საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციისათვის, ცენტრალური ბიუჯეტიდან 270 000 ლარამდე თანხა დაიხარჯება.
სამუშაო შეხვედრას თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატი - ელისო მურადაშვილი, მერიის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელის მ/შ - გოდერძი თურქაძე, მერის წარმომადგენლები - კონსტანტინე ძოწენიძე და მამუკა გოგბერაშვილი ესწრებოდნენ.