• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება

    6-7 თებერვლის სტიქიასთან  ბრძოლას,  თერჯოლის მუნიციპალიტეტის  მერიაში შექმნილი სპეციალური  ჯგუფები, მერის -მანუჩარ რობაქიძის ხელმძღვანელობით,  საგანგებო  რეჟიმში აგრძელებენ.

 

 ორი დღის განმავლობაში   მოსულმა   უხვმა ნალექმა   და   ძლიერმა  ქარმა  , თერჯოლის მუნიციპალიტეტში     88 საცხოვრებელ   სახლს  გადახადა  სახურავი, დაზიანებულია  სოფელ  რუფოთის  ადმინისტრაციული შენობის  და   საბავშვო ბაღის სახურავი, ასევე   ათამდე  დამხმარე ნაგებობა.

 

    აბონენტებს  უკვე სრულად   აღუდგა    გაზის მიწოდება,    გარდა სოფელი გოგნისა მუნიციპალიტეტის  სოფლებში თითქმის სრულადაა აღდგენილი  ელექტროენერგიის  მიწოდება. დარჩენილ დაზიანებულ  მონაკვეთებზე  მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები.

წვიმის  შედეგად  დატბორილი  წყალმომარაგების  სათავე - ნაგებობის    გამო , სოფელ გოდოგნის,  კვახჭირის  ,  ჭოგნარისა და ბარდუბნის  1251 ოჯახს არ მიეწოდება სასამელი წყალი.

  წყალმომარაგება  უკვე ჩაირთო, ქალაქ თერჯოლაში, სადაც  მთელი დღის განმავლობაში ხორციელდებოდა  წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

 

   მეწყრული  პროცესების გამო გადაკეტილი იყო  თუზის გზა,  სადაც  ჭალის უბანში დილიდანვე  მიმდინარეობდა  გაწმენდითი  სამუშაოები , მეწყერი   ჩამოწვა  ასევე  თერჯოლაში, ვაჟა ფშაველას  ქუჩის  სავალ ნაწილზე,  მობილიზებულია ტექნიკა და  დღის განმავლობაში ხორციელდებოდა   გაწმენდითი სამუშაოები.

 სტიქიის გამო  მდინარეებიდან გადმოსულმა წყლის ნაკადმა დატბორა  რამდენიმე ეზო და  ნაკვეთები.

  უამინდობამ  და ნალექმა მეწყრული პროცესები  გააქტიურა ბარდუბანი- ზედა სიმონეთის გზასა  და  ძევრი - ბედიაურის  გზებზე.

 

 ამ დროისათვის მუნიციპალიტეტში  შექმნილი  კომისიის მიერ, მიმდინარეობს  ზარალის  აღრიცხვა, მერიის თანამშრომლებისგან დაკომპლექტებული ჯგუფები  ხვალიდან, მუდმივ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას ,  დარჩენილ მონაკვეთებზე  სტიქიის  ლიკვიდაციისთვის.

#