• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლაში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება იწყება

🔊25 იანვრიდან, თერჯოლის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება იწყება.
✅სოფლის კრებები და საკონსულტაციო შეხვედრები მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს მოიცავს, მოსახლეობის აქტიური თანამონაწილეობით ხორციელდება და მიზნად ისახავს პრიორიტეტული პროექტების გამოვლენას.
🔶პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები განსაზღვრულია და მათ შორისაა:
👉სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე ნაგებობები, გამწმენდი ნაგებობები, ჭა და ა.შ.);
სარწყავი სისტემები; სანიაღვრე არხები; ნაპირსამაგრი სამუშაოები;
გზები და გზისპირა მოსაცდელები; აგრეთვე, ტროტუარები და გზის შემადგენელი სხვა ინფრასტრუქტურა; ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები; გარე განათება;
სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა;სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი;
ამბულატორიის შენობები; სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი;
სკვერები, მათ შორის, საბავშვო სკვერები, შესაბამისი ინვენტარით, აგრეთვე სარეკრეაციო სივრცეები და სველი წერტილები, შესაბამისი ინვენტარით;
წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი; სასაფლაოს შემოღობვა და კეთილმოწყობა;
შეხვედრები გაიმართება ღია სივრცეში. თავშეყრის ადგილის შესახებ წინასწარ ეცნობება მოსახლეობას მერის წარმომადგენლების მიერ შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში.
📌შეხვედრების ჩატარების განრიგი;
🔸25 იანვარი-11: 00 საათი სოფელი გოდოგანი(ნაგარევი,ბროლისქედი,ჭალასთავი)
🔸25 იანვარი-12:30 საათი სოფელი ჭოგნარი
🔸25 იანვარი-14:00 საათი სოფელი კვახჭირი (ოდილაური,სარბევი)
🔸25 იანვარი- 15:30 საათი სოფელი ნახშირღელე (ნავენახები)
🔸25 იანვარი- 17:00 საათი სოფელი ქვედა სიმონეთი
🔹26 იანვარი-11:00 საათი სოფელი ზედა სიმონეთი
🔹26 იანვარი-12:30 საათი სოფელი ბარდუბანი (სათემო)
🔹26 იანვარი-14:00 საათი სოფელი ეწერი( ახალი უბანი)
🔹26 იანვარი -15:30 საათი სოფელი სიქთარვა ( ჩხარი ეწერი)
🔹26 იანვარი- 17:00 საათი სოფელი ახალთერჯოლა (ბოსელა)
🔸29 იანვარი- 11:00 საათი სოფელი თუზი ( თუზი, კაკაბოური,თავასა)
🔸29 იანვარი -12:30 საათი სოფელი თუზი (ჯგილათი,ვარდიგორა)
🔸29 იანვარი - 14:00 საათი სოფელი საზანო ( საზანო, დელტასუბანი, შიმშილაქედი)
🔸29 იანვარი -15:30 საათი სოფელი საზანო ( ჩიხორი,მუჯირეთი,სკანდე)
🔸29 იანვარი-17:00 საათი სოფელი რუფოთი (რუფოთი, ტელეფა)
🔹30 იანვარი-11:00 საათი სოფელი ალისუბანი ( ქვედა ალისუბანი)
🔹30 იანვარი- 12:00 საათი სოფელი ალისუბანი ( ზედა
ალისუბანი,ზარნაძეები,თხილისწყარო,მაჩიტაური)
🔹30 იანვარი- 13:30 საათი სოფელი ღვანკითი
🔸31 იანვარი- 11:00 საათი სოფელი ძევრი (ოქონა,სეფარეთი)
🔸31 იანვარი - 12:30 საათი სოფელი გოგნი
🔸31 იანვარი- 14:00 საათი სოფელი ჩხარი (ჩხარი, მაცხოვარი)
📌პრიორიტეტების დაგეგმვის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები 25 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება და მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს მოიცავს.
✅,,სოფლის მხარდაჭერის" პროგრამის ფარგლებში თერჯოლის მუნიციპალიტეტისთვის 690 000 ლარი გამოიყო.
#