თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფლის
მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში,
მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად
გრძელდება. სოფლის საერთო
კრებები და კონსულტაციები ზედა სიმონეთის, ბარდუბნის, ეწრის, სიქთარვისა და ახალთერჯოლის ადმინისტრაციულ ერთეულებში
გაიმართა .
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერი -
მანუჩარ რობაქიძე , მოადგილეებთან - ზვიად ბაზაძესთან და მირზა ქოჩიაშვილთან ერთად იმყოფებოდა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები:
დავით გოგბერაშვილი , ჯემალ ისაკაძე და ადგილობრივი
ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
მოსახლეობის გადაწყვეტილებით ზედა სიმონეთში საუბნო გზა მოეწყობა , ასევე გარე განათების სისტემა და მგზავრთა მოსაცდელი დამონტაჟდება.
ბარდუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში
, ხმათა უმრავლესობით გარე განათების სისტემის მოწყობა
დაიგეგმა.
რაც შეეხება
ეწრის ადმინისტრაციულ ერთეულს
, აქ სანიაღვრე არხები
მოწყობა და ასევე მოხდება საბავშვო ბაღის შემოღობვა .
სიქთარვის ადმინისტრაციულ ერთეულში
მოსახლეობამ პრიორიტეტად დაასახელა
მინი სტადიონის მოწყობა.
ახალთერჯოლის ადმინისტრაციულ ერთეულში
კი მოსახლეობის ინტერესების
გათვალისწინებით საუბნო გზები რეაბილიტირდება.
სოფლის კრებები და კონსულტაციები მუნიციპალიტეტის 45 სოფელში
პერიოდულად გაიმართება. ორშაბათს
, 29 იანვარს შეხვედრები თუზის საზანოს და რუფოთის
ადმინისტრაციულ ერთეულებშია ჩანიშნული.