• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლაში, შობის დღესასწაულზე ალილოს საზეიმო მსვლელობა გაიმართა

ალილო 2️⃣0️⃣2️⃣4️⃣

თერჯოლაში, შობის დღესასწაულზე ალილოს საზეიმო მსვლელობა გაიმართა.

მასშტაბური სადღესასწაულო ღონისძიება , მუნიციპალიტეტის მერის, მანუჩარ რობაქიძის ინიციატივით მოეწყო და მასში ადგილობრივი თვითმმართველობა, თერჯოლისა და ტყიბულის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე გიორგი შალამბერიძე, ასევე სასულიერო პირები და მუნიციპალიტეტის მოსახლეობა იყო ჩართული.

საზეიმო ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ბარათაშვილი, მერის მოადგილეები, ზვიად ბაზაძე და მირზა ქოჩიაშვილი, ასევე ქალაქ თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატი, ელისო მურადაშვილი შეუერთდნენ.

⛪ შობის მახარებლები 7 იანვარს ,ჭაბუკმთის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძრიდან დაიძრნენ და რამდენიმე საათში ქალაქის ყველა ადგილი მოიცვეს.

✝️ალილოს მსვლელობაში აქტიურად იყო ჩართული ასევე ,მუნიციპალიტეტის ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება, ადმინისტრაციული ერთეულები, ა(ა)იპების წარმომადგენლები და ქალაქში არსებული სხვადასხვა ორგანიზაციები.

🎁მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მოსწავლეები ალილოს მსვლელობას მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა ადგილებზე სასაჩუქრე კალათებით, საშობაო ძღვენით და საშობაო თემატიკაზე წინასწარ მომზადებული,მისალოცი სახალისო -შემოქმედებითი ნომრებით უერთდებოდნენ.

,,ალილო 2024" დღის ბოლოს ქალაქის ცენტრში მდებარე ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძართან დასრულდა.

‼️აღსანიშნავია რომ, თერჯოლაში მსგავსი ტიპის ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით,პირველად ჩატარდა.ალილოს მსვლელობისას შეგროვილი საშობაო ნობათი მუნიციპალიტეტის შეჭირვებულ ოჯახებს, ბავშვებთა და მოხუცთა სახლებს გადაუნაწილდება.

ხელმძღვანელმა პირებმა თერჯოლის მოსახლეობას და სრულიად საქართველოს შობის დღესასწაული მიულოცეს და მადლობა გადაუხადეს აქტიური მონაწილეობისთვის.

#ერთადვიზეიმოთშობა
#სიკეთეგადამდებია

#