• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლაში საზაფხულო ახალგაზრდული ბანაკი ,,ნინველები“ გაიხსნა

      დღეს, 25 ივლისს, თერჯოლაში საზაფხულო ახალგაზრდული ბანაკი   ,,ნინველები“ გაიხსნა.

ახალგაზრდული ბანაკი მუნიციპალიტეტის სკოლების 14 დან -17 წლამდე ასაკის, 60  მოსწავლეს აერთიანებს .  სამ ჯგუფად დაკომპლექტებული ბანაკის წევრები, ლიდერების მეთვალყურეობით, ერთი კვირის განმავლობაში ,წინასწარ შედგენილი პროგრამის მიხედვით, სხვადასხვა მრავალფეროვან კულტურულ, გაასართობ, თუ შემეცნებით აქტივობაში ჩაერთვებიან.

   ბანაკის გახსნის ცერემონიას მუნიციპალიტეტის მერი-მანუჩარ რობაქიძე და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელმა პირებმა მოსწავლეებს ბანაკის გახსნა მიულოცეს ,დროის საინტერესოდ გატარება და წარმატებები უსურვეს.

თერჯოლის საზაფხულო ბანაკი ,,ნინველები“ მერიის განათლების,კულტურის,სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით იმართება.

ბანაკის დასკვნითი აქტივობები  31 ივლისს გაიმართება. 

#