• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლაში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ილია ბეგიაშვილი და საქართველოს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის რეგიონული კოორდინაციის სამმართველოს უფროსი შოთა კაკაბაძე იმყოფებოდნენ.

✅ თერჯოლაში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ილია ბეგიაშვილი და საქართველოს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის რეგიონული კოორდინაციის სამმართველოს უფროსი შოთა კაკაბაძე იმყოფებოდნენ.

🔶სტუმრები იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან , ზვიად შალამბერიძესთან და გუბერნატორის მოადგილესთან ბესიკ გოფოძესთან ერთად, თერჯოლის მერს ლაშა გოგიაშვილს, მერის მოადგილეებსა და საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი ბარათაშვილს შეხვდნენ.

👤👥სამუშაო ფორმატში, თერჯოლის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები ადგილზე დაათვალიერეს , ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და სიახლეებზე ისაუბრეს.

🔷საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ თერჯოლის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის: ტელეფისა და რუფოთის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა დაიწყო.

🔶პროექტის ფარგლებში ამ დროისთვის რეზერვუარის, სატუმბი სადგურისა და წყალმომარაგების სრულიად ახალი სისტემის მოწყობა მიმდინარეობს .

🔷მნიშვნელოვან პროექტებს შორის ასევე, უნდა აღინიშნოს ღვანკითი-ავტობანის დამაკავშირებელი გზის პროექტი, რომლის ფარგლებში არმირებული ბეტონის საფარი, სანიაღვრე არხები, ცხაურები და ბოგირები მოეწყობა, პროექტი მიმდინარე წელს დასრულდება.

🔶თერჯოლის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი პრიორიტეტი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაა, ამ მიმართულებით სოფელ ზედა საზანოში 100-მდე აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა.

🔷ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ორსართულიანი იქნება. პროექტის ფარგლებში მოეწყობა სათამაშო, სასადილო, სამზარეულო და საძინებელი ოთახები. დამონტაჟდება ცენტრალური გათბობა და აღიჭურვება თანამედროვე ინვენტარით.

🔶საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები რგფ-დან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

🔷გარდა ამისა, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, სოფელ რუფოთის #1 და ქვედა სიმონეთის #2 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს . პროექტის ფარგლებში მოეწყობა ცენტრალური გათბობის სისტემა, შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემო, რეკრეაციული სივრცე და ღია სპორტული ინფრასტრუქტურა.

👤👤თერჯოლის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნეს ის დიდი მხარდაჭერა , რომელსაც მუნიციპალიტეტი საქართველოს მთავრობის , ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულიდან იღებს.
#