• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლაში საქართველოს მინი ფეხბურთის ჩემპიონატი ჩატარდა

3 ივლისს, თერჯოლაში საქართველოს მინი ფეხბურთის ჩემპიონატი ჩატარდა!
ჩემპიონატი საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ინიციატივით გაიმართა, კამპანიის ,,არა ნარკოტიკის" ფარგლებში.
ჩემპიონატის პირველ ეტაპზე მუნიციპალიტეტის 15 გუნდი მონაწილეობდა. გამარჯვება სოფელ რუფოთის გუნდმა მოიპოვა , რომელსაც ფულადი პრიზი, 1000 ლარის ოდენობით გადაეცემა.
ტურნირი ტარდება ოლიმპიური სისტემით, გამარჯვებული გუნდი შემდეგ ეტაპზე იასპარეზებს რეგიონულ და ეროვნულ დონეზე.
ჩემპიონატის მთავარი მიზანი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და სპორტის მეშვეობით ნარკოტიკებზე უარის თქმის წახალისებაა. სპორტული ღონისძიების მხარდამჭერი გახლდათ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერია.
#