• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლაში საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა გრძელდება

საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს თერჯოლის მუნიციპალიტეტის რამდენიმე ლოკაციაზე.
თერჯოლის მერმა-მანუჩარ რობაქიძემ , საკრებულოს თავმჯდომარესთან ,გიორგი ბარათაშვილთან ერთად ,პირადად დაათვალიერა კვახჭირი-ოდილაურის და თუზი - თავასას დამაკაშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტციო სამუშაოები.
ორივე ინფრასტრუქტურული პროექტი რგფ-იდან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
მიმდინარე წელს სოფელ კვახჭირი-ოდილაურის საავტომობილო გზის კილომეტრნახევარი მოეწყობა არმირებული ბეტონის საფარით, აღნიშნულ მონაკვეთზე ასევე გაკეთდება სანიაღვრე არხებიც. სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს ,,გი-ან 2011,, ასრულებს .
აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტის პარალელურად , საგზაო ინფრასტრუქტურა ეწყობა თუზი-თავასას დამაკავშირებელ საგზაო მონაკვეთზეც , სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს ,,ჯეო როუდ ინვესტი ,, ასრულებს.
თუზი - თავასას ერთ კილომეტრიან საავტომობილო გზაზე არმირებული ბეტონის საფარი და სანიაღვრე არხები კეთილმოეწყობა.
ამ ეტაპისთვის , საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის წინა მოსამზადებელი სამუშაოები ხორციელდება ქალაქ თერჯოლის რამდენიმე ქუჩაზე, ასევე სოფელ ბარდუბნის და სიქთარვის საავტომობილო გზებზე.
#