• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლაში საგზაო ინფრასტრუქტურა 15 ლოკაციაზე ეწყობა

  თერჯოლის მუნიციპალიტეტში ერთდროულად  15  საავტომობილო გზაზე მიმდინარეობს სარეაბილიტაციო  სამუშაოები.

 მონიტორინგის ფარგლებში ,დღეს თერჯოლის მერმა ,მანუჩარ რობაქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარესთან -გიორგი ბარათაშვილთან ერთად,   სოფელ სიქთარვის  მშენებარე  გზა დაათვალიერა.

 სიქთარვაში  გზის სარეაბილიტაციო პროცესი რამდენიმე დღეა მიმდინარეობს . პროექტის მიხედვით,არმირებული ბატონის საფარით გზის  1,5 კილომეტრი მოეწყობა.

სამუშაოებს შპს  ,,ალპედე ,, ასრულებს ,საგზაო პროექტი რგფ-იდან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი საერთო ღირებულება   315  700  ლარია.

შეხვედრას  ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. 

#