• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლაში საბაზო საფეხურის წარჩინებული კურსდამთავრებულები დააჯილდოვეს

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის ფარგლებში - „ ჩემი პირველი კომპიუტერი“, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ბარათაშვილმა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ქეთევან შეყრილაძემ, 2023-2024 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის წარჩინებული კურსდამთავრებულები დააჯილდოვეს.
პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ მუნიციპალიტეტის 24 საჯარო სკოლის 56 მოსწავლეს.
მოსწავლეთა წახალისების პროექტი საქართველოში 15 წელია ხორციელდება და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერებას.
#