თერჯოლაში ქართული ენის დღე აღნიშნეს.
14 აპრილს , ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, ქ.
თერჯოლის საჯარო ბიბლიოთეკაში
თემატური ღონისძიება ჩატარდა. ლიტერატურულ-მხატვრული კომპოზიცია "ენა დედაა
ერისა" ბიბლიოთეკის აქტიური მკითხველის მონაწილეობით გაიმართა.
დედა
ენის დღეს მიუძღვნეს ასევე , სამხატვრო
სკოლის მოსწავლეებმა ნამუშევრები, რომელიც
სკოლის საგამოფენო სივრცეში დღეს წარსდგა დამთვალიერებლის წინაშე.ნოჩმა მხატვრებმა
ქართული ენის დიდოსტატთა პორტრეტები და მათი ცნობილი ციტატები აქციეს საინტერესო და საგულისხმო შედევრებად.
დედა ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს მუნიციპალიტეტის მერი დაესწრო .
მანუჩარ რობაქიძემ ქართული ენის დღე
მიულოცა დამსწრე საზოგადოებას და ჩვენი
ანბანის ისტორიის და უნიკალურობის შესახებ ისაუბრა.მისი თქმით, დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებისთვის და განსაკუთრებით მომავალი თაობისთვის ქართული ენის დაცვას , პატივისცემას და
გაფრთხილებას.
ღონისძიების მონაწილეებს დედა ენის დღე მიულოცეს საკრებულოს თავმჯდომარემ- გიორგი ბარათაშვილმა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა- ქეთევან შეყრილაძემ.