• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლაში, პროექტის ,,მეტი გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება ეფექტური თვითმმართველობისთვის,, ფარგლებში, მორიგი შეხვედრა გაიმართა

თერჯოლაში,  პროექტის ,,მეტი გამჭვირვალობა  და  ანგარიშვალდებულება ეფექტური თვითმმართველობისთვის,,  ფარგლებში,  მორიგი საინფორმაციო ხასიათის  შეხვედრა გაიმართა.

   შეხვედრას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე-ზვიად ბაზაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე-დავით გოგბერაშვილი, ადგილობრივი თვითმმართვბელობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

  შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მუნიციპალური სამოქალაქო მრჩეველთა და გენდერული საბჭოების გაძლიერება, საბჭოს წევრებისათვის  ექსპერტის მიერ ჩატარებული ტრენინგების  გზით.

 

   აღნიშნული პროექტი იმერეთის მხარეში ,   გერმანიის ფედერალური მთავრობის,  ევროკაშირისა   და ასევე  გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების  მხარდაჭერით  ხორციელდება  და მისი მთავარი მიზანია , უზრუნველყოს   თერჯოლის, ტყიბულის და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში ეფექტური თვითმმართველობის   და   გადაწყვეტილების  პროცესში,  სამოქალაქო საზოგადოების  ჩართულობის  ხელშეწყობა.

#