• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლაში ორი სოფლის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

    თერჯოლის მუნიციპალიტეტში  რგფ-იდან ადგილობრივი  ბიუჯეტის თანადაფინანსებით,

ორი სოფლის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია  მიმდინარეობს.

 

   დღეს, მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა , საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ბარათაშვილთან ერთად.

    სოფ. ბარდუბანში  ვერულაშვილები-ბოჭორიშვილები-გრძელიძეების უბნის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია ხორციელდებაპროექტის ფარგლებში ეწყობა არმირებული ბეტონის საფარი და სანიაღვრე სისტემა, სამუშაოებს ასრულებს შპსალპედე“, პროექტის  ღირებულება  208951 ლარი;

 

   შპსჯეო როუდ ინვესტი“, კი  სოფ. სიქთარვაში ცხადაძეების უბნის გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტი ფარგლებში ეწყობა არმირებული ბეტონის საფარი, სამუშაოების ღირებულება 99922 ლარი.

 შეხვედრას სოფლის დეპუტატები და მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

#