მშობლიური იმერეთიდან, ქალაქ თერჯოლიდან აიღო სტარტი ნუკრი კაპანაძის საიუბილეო კონცერტების ტურნემ .
კონცერტი სახელწოდებით, ,, სიმღერით ნათქვამი,, თერჯოლელი მაყურებლისთვის ქართული ესტრადის
მომღერალმა , უცვლელ სასცენო პარტნიორთან - ნინო გულიაშვილთან და ბენდთან ერთად წარმოადგინა .
ერთსაათიან
მუსიკალურ ღონისძიებაზე, რომელიც შიო
აბრახამიას მიჰყავდა, წარმოდგენილი იყო მომღერლის რჩეული რეპერტუარი . მაყურებელს
საშუალება მიეცა, ნუკრი კაპანაძის კარგად
ნაცნობი და საყვარელი სიმღერები ,ასევე ახალი
ჰიტების არაჩვეულებრივი ვერსიები
მოესმინა.
ნუკრი კაპანაძის საიუბილეო კონცერტი ,
კულტურისა და სპორტის სამინისტროს და თერჯოლის
ადგილობრივი თვითმმართველობის ერთობლივი მხარდაჭერით ,ლაშა გოგიაშვილი სახელობის
სკვერში,ამფითეატრის სცენაზე გაიმართა და მას მოქალაქეებთან ერთად მუნიციპალიტეტის მერი-მანუჩარ რობაქიძე და
საკრებულოს თავმჯდომარე- გიორგი ბარათაშვილი ესწრებოდა.