თერჯოლაში მუნიციპალური პირველობა მინი ფეხბურთში დაიწყო
დღეს ,24 ოქტომბერს , ლაშა გოგიაშვილის სახელობის მუნიციპალური პირველობა მინი ფეხბურთში დაიწყო.
მერვედფინალურ მატჩებში ერთმანეთს ბარდუბნის,რუფოთის,თუზის ,ალისუბნის,ნახშირღელის,გოგნის, საზანოს და თერჯოლის გუნდები დაუპირისპირდნენ. სპორტულ ღონისძიებას მერის მოადგილე -ზვიად ბაზაძე და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ტურნირში,რომელიც ოლიმპიური სისტემით იმართება თერჯოლის მუნიციპალიტეტის 15 სოფლის გუნდი ჩაერთვება. ლაშა გოგიაშვილის სახელობის ტურნირის ფინალი,
ტრადიციულად ,,თერჯოლობის“ სახალხო დღესასწაულზე ,ნოემბრის თვეში გაიმართება.