ზამთრის სეზონის დადგომასთან
დაკავშირებით, თერჯოლაში მრავალშვილიან ოჯახებს გამათბობლები გადაეცათ. გაზის გამათბობლები
რამდენიმე შეჭირვებულ ოჯახს, დღეს მუნიციპალიტეტის მერმა ,მანუჩარ რობაქიძემ პირადად
მიუტანა საკრებულოს
თავმჯდომარე- გოირგი ბარათაშვილთან ერთად.
სოციალური აქცია,მუნიციპალიტეტში მოქმედი ბავშვიანი ოჯახების მხარდაჭერისა და გაძლიერების პროგრამის ფარგლებში
განხორციელდა.
მიმდინარე წელს, აღნიშნული პროგრამით, საჭირო საყოფაცხოვრებო ტექნიკა
30-მდე ბავშვიან ოჯახს გადაეცა. შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები
ესწრებოდნენ.